17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა - ირაკლი კობახიძე 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა - ირაკლი კობახიძე />


  13:18:24     31-05-2021

17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა - ირაკლი კობახიძე

1622452813160327368aea9ab13e1f01f1d156ab62_XL.jpg

17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გახარიას პარტია და გუნდი მისთვის საინტერესო და აქტუალური არ არის, თუმცა აქტუალურია ის კითხვები, რომელიც გახარიას მისამართით მმართველ გუნდს უჩნდება.

კობახიძემ კრიტიკული მედია დღეს გახარიას "გაპიარებაშიც" დაადანაშაულა:

"ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა, გააკეთა ეს ნებსით, უნებლიედ, ნებსით თუ უნებლიედ ხდება ტვ პირველისა და ფორმულას მიერ მისი გაპიარება და ა.შ. ამ კითხვებზე მან უნდა გასცეს პასუხი.

ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ინტერესი, აქტუალურიც არ არის მაინც და მაინც ეს თემა, დაკარგა აქტუალობა განსაკუთრებით იმ უღიმღამო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც მას ორი დღის წინ ჰქონდა, შესაბამისად აქტუალური არ არის, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის მიღება ჩვენთვის აქტუალური ნამდვილად არის",-თქვა კობახიძემ. 


ავტორი: პრესა.ჯი