12:52:51     28-05-2021
" ხელს რაღაცას რომ აწერს, უნდა წაიკითხოს" - თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამნისტიის კანონპროექტსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციაზე.
"მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ძალიან ბევრი არასერიოზული ადამიანი. რომლებმაც, ასე ჩანს ყოველშემთხვევაში გარედან, რომ ჯერ მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და ალბათ წაიკითხულიც არ ჰქონდათ და შემდეგ პარლამენტში აღმოაჩინეს რომ ეს იდეა არ მოსწონთ.... ახლა უკვე ოპოზიციის პოსტ ფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ თავად არ იციან რაში, არის თავიდანვე განწირული... მეტი კვალიფიციურობა, მეტი სერიოზულობა, როცა ბავშვმაც კი იცის, რომ ხელს როდესაც რაღაცას აწერს, უნდა წაიკითხოს".