11:07:22     27-05-2021
" რა დროს სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან, თქვენ კიდე დასდევთ ლგბტ-ებს" - მაკა სულაძემ
გუმათის ხეობაში რიონის ხეობის მცველ მაკა სულაძესა და ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებს გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინცინდენტს შეეხებოდა. მაკა სულაძემ გურამ ფალავანდიშვილს უთხრა, რომ აქციაზე მათი ჩარევა საჭირო არ იყო.
"არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. მე როცა ჩემ გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს მე მაქვს უფლება იმ სტუმარს მივუთითო, შენ დაჯდები თუ არა აქ და რატომ არ დაჯდები",- თქვა სულაძემ.
გურამ ფალავანდიშვილმა კი უპასუხა, რომ თუკი პირს LGBTQ თემის სამკლაური უკეთია და "აქციის მონაწილეებს ის არ გაჰყავთ, მაშინ მას ხალხი გაიყვანს".
"თქვენ დამაცადეთ მე ის სამკლაური შემემჩნია თუ არა?! რა დროს სამკლაურზე საუბარია? სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან, თქვენ კიდე დასდევთ ლგბტ-ებს",-უპასუხა მაკა სულაძემ.