11:05:17     27-05-2021
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 481ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 340 838
- გამოჯანმრთელებულია - 323 409
- გარდაცვლილია - 4 699
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -24 358, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12 320 PCR ტესტით - 12 038
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,09%, ბოლო 14 დღის - 3,77% , ბოლო 7 დღის - 3,47%
- კარანტინის რეჟიმში - 48
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 965
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 668
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 169 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 150 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,5 მილიონზე მეტი.