11:03:32     21-05-2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა
დღევანდელი, 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 569 გახდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 165 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 146 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,4 მილიონზე მეტი.