22 მაისიდან თავისუფლების მოედანი გადაიკეტება - მერია 22 მაისიდან თავისუფლების მოედანი გადაიკეტება - მერია />


  15:33:09     20-05-2021

22 მაისიდან თავისუფლების მოედანი გადაიკეტება - მერია

1621510462libertysquare.jpg

თბილისის მერიის განცხადებით, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება. მოძრაობა დროებით შეზღუდული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშვანი ღონისძიების გამო იქნება.

"ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება", - წერია მერიის განცხადებაში.


ავტორი: პრესა.ჯი