"ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიაში არსებულ მსხვილ კორუფციულ სქემებზე" - გიორგი კაპანაძე "/>


  11:28:09     19-05-2021

"ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიაში არსებულ მსხვილ კორუფციულ სქემებზე" - გიორგი კაპანაძე

1621412214ss.png

 მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, სამოქალაქო აქტივისტი და ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს  სადაც თბილისის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს.

"ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიაში არსებულ მსხვილ კორუფციულ სქემებზე.

საქმე ეხება უკანონი ნებართვებსა და დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვას, რომელშიც ფიგურირებს კალაძის გარემოცვა, ვიცე-მერ ხმალაძის ჩათვლით.ჯერ მასალებს აგროვებენ. თუმცა, როგორც ჩანს, თუ კალაძე უარს იტყვის ივანიშვილის მორჩილებაზე და დამოუკიდებელ თამაშსს გადაწყვეტს, იქნება დაჭერებიც.

ზუსტად ასე იქცევა პუტინი რუსეთში და ზუსტად პუტინივით იქცევა ივანიშვილიც - საქართველოში." - წერს გიორგი კაპანაძე


ავტორი: პრესა.ჯი