"იყო საშინელი დაპირისპირება, პოლიციამ ძალას გადაამეტა" - პოლიციასა და ბოშებს შორის ქუთაისში დაპირისპირება მოხდა "იყო საშინელი დაპირისპირება, პოლიციამ ძალას გადაამეტა" - პოლიციასა და ბოშებს შორის ქუთაისში დაპირისპირება მოხდა /> "/> " />


  11:17:23     19-05-2021

"იყო საშინელი დაპირისპირება, პოლიციამ ძალას გადაამეტა" - პოლიციასა და ბოშებს შორის ქუთაისში დაპირისპირება მოხდა

1621408707boshebi.jpg

 ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისის ცენტრში. თვითმხილბელების თქმით, გვიან ღამით, კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს სამართალდამცველები და ბოშები დაუპირისპირდნენ. რა გახდა დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობოა, თუმცა სავარაუდოდ ის რეგულაციების დარღვევას მოჰყვა.

ადგილზე მყოფების განცხადებით, პოლიციამ ადამიანები ჯერ სცემა, შემდეგ კი არაჰუმანური მეთოდებით დააკავა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ბოშას პირბადე არ ეკეთა.

 "ინციდენტს შევესწარი, პატრულის ეკიპაჟი აკავებდა რამდენიმე ადამაიანს, იყო საშინელი დაპირისპირება, პოლიციამ ძალას გადაამეტა, არ განუმარტა იქ მყოფ ადამიანს თუ რის საფუძველზე აკავებდა მათ", - ამბობს თვითმხილველი.


ავტორი: პრესა.ჯი