23:45:26     18-05-2021
წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
წყალტუბოში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე იყო, ის სავარაუდოდ, 20 წლამდე კაცმა დაჭრა.
ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე დაკავებული არ არის