2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა აიკრძალება 2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა აიკრძალება />


  23:43:34     18-05-2021

2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა აიკრძალება

162136707678f3eadf0ac5522256ce6ad7b1bf63d4.jpg

2023 წლიდან, მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამკტიცებულ "ტყითსარგებლობის ახალ წესშია" საუბარი. ცნობილი ხდება, რომ საშეშე მასალა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში განთავსებულ ე.წ. "საქმიან ეზოებში" გაიყიდება.

ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლებათ, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და განთავსებას საქმიან ეზოებში.


ავტორი: პრესა.ჯი