"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი" -  კალაძე არ არ ამბობს, იქნება თუ არა "ოცნების" კანდიდატი "ჯერ ადრეა ამაზე საუბარი" - კალაძე არ არ ამბობს, იქნება თუ არა "ოცნების" კანდიდატი /> "/> " />


  14:35:38     18-05-2021

"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი" - კალაძე არ არ ამბობს, იქნება თუ არა "ოცნების" კანდიდატი

1621334321kaladze-kaxa-2.jpg

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ადრეა. მისი თქმით, არჩევნები ჯერ შემოდგომაზეა, მანამდე კი "სამუშაო ბევრია".

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდის გენერალური მდივანი, გუშინდელ პოლიტსაჭოს სხდომას, კალაძე განმარტავს, რომ მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდებოდა.

 "მე იგივე პოზიცია მაქვს, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები შემოდგომაზეა, ამიტომ დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.შესაბამისად, როდესაც ამის დრო მოვა, რა თქმა უნდა, გულწრფელად გეუბნებით, პირველები გაიგებთ თქვენ, პარტიის თავმჯდომარისგან და ჩემგან.ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი. მე ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როდესაც ამის დრო მოვა, პირველი ვიქნები მე, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას.

გუშინდელ პოლიტსაბჭოს ორი მიზეზის გამო ვერ ვესწრებოდი, პრეზენტაციისთვის ვემზადებოდი და მეორე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი მქონდა და ველოდებოდი ტესტის პასუხს,-თქვა მან.


ავტორი: პრესა.ჯი