ბორჯომის ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ ბორჯომის ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ />


  11:45:22     18-05-2021

ბორჯომის ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ

1621324020187170336_510975713409563_1051439005285751639_n.jpg

 ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც 400-მდე ადამიანმა სამუშაოს შესრულებაზე დღეს უარი თქვა.

 გაფიცული თანამშრომლები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის დასვენებისა და შესვენების უფლების ქონას ითხოვენ.

 პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ცნობით, დასაქმებულთა ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო თანამშრომლები შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს იღებდნენ.


ავტორი: პრესა.ჯი