10:57:32     18-08-2011
სახვითი ხელოვნების უძველესი ჟანრი
პორტრეტი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი ჟანრია. მისი საფუძველი მემორიალური საწყისია - კონკრეტული ადამიანის სახის უკვდავყოფა. ძირითადი კრიტერიუმია გამოსახულების მსგავსება მოდელთან, ორიგინალთან, მისი სულიერი არსის სწორად გახსნა, ინდივიდუალობის, ტიპური ნიშნების წარმოჩენა.
სხვადასხვა ეპოქაში პორტრეტს ათავსებდნენ მონეტაზე, მედალზე (სამედალო ხელოვნება), გეაზე (გლიპტიკა). პორტრეტი შეიძლება იყოს ინდივიდუალური, წყვილი (ორმაგი) და ჯგუფური. პორტრეტული ჟანრის საზღვრები მერყევია. ზოგჯერ, ერწყმის სხვა ჟანრს.
პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში ხვდება. როგორც ჩანს, ის ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ კულტთან და რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. 0