ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირება გრძელდება - დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა


  17:13:39     17-05-2021

ისრაელსა და ღაზას შორის დაპირისპირება გრძელდება - დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

1621257351ap21136355215981-1024x640.jpg

ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირება გრძელდება. დაბომბვა და სარაკეტო შეტევები დილიდან რამდენიმე ქალაქის მიმართულებით დაიწყო. იერიშები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

ბოლო ინპორმაციით , ღაზას სექტორი ისრაელის სამხრეთს უტევს. ვრცელდება ვიდეო როგორ ეცემა ღაზას სექტორიდან ნასროლი ჭურვი ქალაქ აშდოდში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი.

რაც შეეხება კონფლიქტის დროს დაშავებულებს - ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 198-ია, მათ შორის 58 ბავშვია, ხოლო დაშავებულია მინიმუმ 1 300 ადამიანი. სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას რამდენია გარდაცვლილებს შორის "ჰამასის" წევრი ან ლიდერი.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ორშაბათის შემდეგ მათი მიმართულებით 3 150 რაკეტა ისროლეს, საიდანაც 460-მა ვერ გადალახა საზღვარი. იარაელის მხრიდან გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.


ავტორი: პრესა.ჯი