12:19:50     17-05-2021
დაიცავით კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნეთ სიმშვიდე - შსს-ს განცხადება დმანისზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მოწუწოდებს, რომ დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
შეგახსენებთ, რომ დმანისის ცენტრში ამ დრომდე დაპირისპირებაა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე", - წერს უწყება.