10:56:53     18-08-2011
ჩინური თვითმავალი საზენიტო დანადგარი
Type 95 წარმოადგენს ჩინური წარმოების 25 მმ-იანი თვითმავალ საზენიტო დანადგარს. ჩინელებს ამ სისტემით სურდა შეექმნათ საბჭოური წარმოების ЗСУ-23-4М4 Щилка-ს ერთგვარი ანალოგი.
ამ საარტილერიო სისტემაზე მუშაობა 1980-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო. საზენიტო დანადგარი პუბლიკამ პირველად 1999 წელს პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმზე იხილა. ის ჩინეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში 1990-იანი წლების ბოლოს მიიღეს. თვითმავალი საზენიტო დანადგარი ექპორტზე გასატანადაც იყო გამიზნული, თუმცა მას მყიდველები დღემდე არ გამოჩენია.
თვითმავალი საზენიტო დანადგარი შეიარაღებულია ოთხი 25 მმ-იანი ქვემეხით, რომელიც Type 87 ბუქსირებადი საზენიტო ქვემეხიდანაა გადმოტანილი. ოთხივე ქვემეხის ერთობლივი სწრაფსროლა წუთში 3200 გასროლას აღემატება. თყპე 95-ს ზუსტი ცეცხლის წარმოება მოძრაობის დროსაც შეუძლია. საჰაერო სამიზნეების გარდა საზენიტო სისტემას შეუძლია ასევე წარმატებით ებრძოლოს სახმელეთო მსუბუქად შეჯავშნულ სამიზნეებსაც.
Type 95, ქვემეხების გარდა, საზენიტო რაკეტებითაც არის აღჭურვილი. მასზე ოთხი Qჭ-2-ის ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი მიწა-ჰაერის ტიპის საზენიტო რაკეტაა დამონტაჟებული. ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები გამოიყენება მაშინ, ოდესაც სამიზნე ქვემეხებისთვის მიუწვდომელ მანძილზე იმყოფება.
Type 95-ის ჯავშანი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და საატილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. მისი ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მეთაურის, მძღოლისა და მსროლელისაგან შედგება.
0