11:03:49     17-05-2021
საბერძნეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი 36 წლის ქართველი
საბერძნეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი 36 წლის ქართველი კაცი დააკევს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მან 20 წლის ქალი გაგუდა და ქვეყნის დატოვება ყალბი პასპორტით სცადა.
მომხდარის შესახებ საბერძნეთში მყოფი ერთ-ერთი ემიგრანტი წერს, რომ დაკავებული ერთ-ერთია იმ 5 ყაჩაღიდან, რომლებიც 7 მარტს ათენის განაპირა უბანში ახალგაზრდა წყვილს თავს დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ახლადნამშობიარები დედა ჩვილისა და ქმრის თვალწინ გაგუდეს. ამის შემდეგ დაჯგუფებამ ხანშიშესბული ცოლ-ქმარიც გაკოჭა და დააყაჩაღა.
ეჭვმიტანილი საქართველოს მქოალაქე თურქეთის საზღვარზე, დეენემით იდენტიფიცირების საფუძველზე დააკავეს.