ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია გადადგა ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია გადადგა />


  11:00:17     17-05-2021

ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია გადადგა

162123490603a32262f94167145aece3f47b5d1e66_XL.jpg

 დღეს, 17 მაისს ზუგდიდს მერი გეგა შენგელია გადადა. ამის შესახებ მან Facebook პოსტი გამოაქვეყნა, მედიასთან კომენტარს კი 11 საათზე გააკეთებს. შენგელია მიზეზსს არ აკონკრეტებს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მან გადაწყვეტილება თბილისში "კონსულტაციების" შემდეგ მიიღო. 

სავარაუდოდ, შენგელია გახარიას გუნდს შეუერთდება.

 "ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა. ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა", - წერს გეგა შენგელია. 


ავტორი: პრესა.ჯი