რატომ არ თანხმდება "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვანს? რატომ არ თანხმდება "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვანს? /> "/> " />


  18:49:24     14-05-2021

რატომ არ თანხმდება "ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვანს?

1621003934123456.png

"ქართულ ოცნებას"  არ აპირებს დათანხმდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილების იმ ნაწილს, რომლიც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის წევრის დანიშვნას გულისხმობს.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ეს ჩანაწერი შარლ მიშელის დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა 19 აპრილს მოაწერა ხელი.

მმართველი გუნდი ოპოზიციურ სპექტრს ალტერნატივად ორი მოადგილის დანიშვნას სთავაზობს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავარია ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს. 

 "შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ერთი მოადგილე უნდა იყოს აუცილებლად ოპოზიციური პარტიებიდან და ეს იწვევს "ქართულ ოცნებაში" შიშებს, საფრთხეს ხედავენ, ამიტომ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება მიშელის დოკუმენტი შესრულდეს და ორივე მხარეს შეათანხმებს,ა მიტომ საუბარია ახლა ორ მოადგილეზე",- აღნიშნა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.


ავტორი: პრესა.ჯი