აშშ-ის მძიმე თვე ერაყში აშშ-ის მძიმე თვე ერაყში />


  10:56:16     18-08-2011

აშშ-ის მძიმე თვე ერაყში

a9092.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა ივნისში ერაყის ტერიტორიაზე ორი ავიადარტყმა განახორცილა.ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ერაყში ამერიკის შეიარაღებული ძალების პრესმდივან ჯეფრი ბიუკენენზე დაყდობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, მრავალი წლის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არის მტკიცებულება აშშ-ს მიერ ერაყში ავაიდარტყმების განხორცილებასთან დაკავშირებით.

ბიუკენენის განაცხადებით, მებრძოლები ბასრაში ამერიკის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებდნენ, რის გამოც აშშ იძულებული გახდა მიეღო საპასუხო გადაწყვეტილება.

„ჩვენ გვყავდა „აპაჩის“ ტიპის თვითმფრინავების ჯგუფი, რომელთა მფრინავებმა აღმოჩინეს ადამიანი, რომელიც ბაზის მიმართულებით რაკეტებს უშვებდა. ჩვენმა ძალებმა მის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და მოკლეს“, - განაცხადა ჯეფრი ბიუკენენმა პრესკონფერენციაზე და აქვე აღნიშნა, რომ ეს იყო თავდაცვითი ღონისძიება და ოპერაციაში ერაყელი სამხედროები არ მონაწილეობდნენ.

მისივე მტკიცებით, აშშ-ს ავაიაციის მიერ მეორე ავიადარტყმის განხორცილების დროს ასევე ორი მებრძოლის განადგურება მოხერხდა. ამასთან, პენტაგონის ინფორმაციით, 2011 წლის ივნისი ერაყში ამერიკელი კონტიგენტისთვის ძალიან მძიმე იყო, კერძოდ კი ერაყელების მიერ 15 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 20 დაიჭრა.
0

ავტორი: