გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი />


  15:17:01     14-05-2021

გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი

1620991058kutaisi_gori_a5.png

ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისგორის მუნიციპალიტეტის  ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგადსიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი -  20 მაისიდან ამოქმედდება.

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, გორსა და ქუთაისში მდებარე „სპარის“ და „დეილის“ ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.


ავტორი: R