ბიზნესსექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს ბიზნესსექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს />


  11:45:50     14-05-2021

ბიზნესსექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

1620978658250184735.jpg

 კომპანიების წარმომადგენლები მთავრობისგან ბიზნესის ხელშეწყობის გეგმას ითხოვენ. მათი თქმით ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ვერ ხედავენ და ისევ ითხოვენ, რომ სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერმინისტრს შორის შეხვედრა გაიმართოს.

 "მოვითხოვთ ქონების გადასახადის ნაწილში შეღავათის მიღებას, ჩვენ დაკეტილები ვიყავით თითქმის 5 თვე და უბრალოდ არასამართლიანია, რომ ერთი და იგივე საგადასახადო ტვირთი ვატაროთ, როდესაც ბრუნვები შემცირებულია. როდესაც ბრუნვები თითქმის მესამედითაა შემცირებული. მაისში იწურება საგადასახადოზე დაწესებული შეღავათი და ბიზნესის ხელშეწყობის არანაირი ახალი პაკეტი მაგიდაზე არ დევს. როდესაც ღარიბაშვილი დაინიშნა პრემიერმინისტრად, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მას რაღაც ეკონომიკური ხედვა ექნებოდა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ კომუნიკაცია არ არის", - ამბობს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი.


ავტორი: პრესა.ჯი