ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მეორე გვამიც ნახეს - გარდაცვლილი ქალი ბინაშია ნაპოვნი ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მეორე გვამიც ნახეს - გარდაცვლილი ქალი ბინაშია ნაპოვნი />


  11:43:47     14-05-2021

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე მეორე გვამიც ნახეს - გარდაცვლილი ქალი ბინაშია ნაპოვნი

1620978280photo_2021-05-14_10-20-11.jpg

ბათუმში კობალაძის 8 ნომერში, რომლის ეზოშიც დღეს დილით კაცის ცხედარი ნახეს კიდევ ერთი გვამია ნაპოვნი. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, არცერთი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არაა. 

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. ზუსტი მიზეზი, თუ რა მოხდა კობალაძის ქუჩაძე უცნობია. ვარაუდობენ, რომ კაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

სავარაუდოდ, გარდაცვლილი კაცი თურქეთის მოქალაქეა, ქალი კი უზბეკეთის. მეზობლების თქმით, ისინი დიდი ხანია ბათუმში ცხოვრობენ და მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ. 

მომხდართან დაკავშირებით "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ავტორი: პრესა.ჯი