დაღუპულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს - ისრაელისა და ღაზას დაპირისპირება გრძელდება


  12:17:10     13-05-2021

დაღუპულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს - ისრაელისა და ღაზას დაპირისპირება გრძელდება

1620894068unnamed (1).jpg

ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირება გრძელდება. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

 ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი გასული ღამის შეტევების შემდეგ 69-მდე გაიზარდა, მათ შორის 17 ბავშვია. ორშაბათის შემდეგ ღაზას სექტორში დაშავებულთა რიცხვი 388-ს აღწევს. 

რაც შეხება ისრაელს ბოლო მონაცემებიოთ, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. ისრაელის თავდასცვის სამინისტრის ცნობით, ბოლო სამ დღეში ღაზას მხხრიდან ისრაელსი 1 500 რაკეტა გაუშვეს.

დაპირისპირებაა აღმოსავლეთ ისრელში მცხოვრებ არაბებსა და ებრაელებს შორისაც, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და დარბევა დაიწყეს. ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ 374-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 36 ოფიცერი დაშავდა. პრემიერმა ოთხშაბათს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ადგილზე სამხედრო ძალების გაგზავნას აპირებს, მან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ანარქია" უწოდა.


ავტორი: პრესა.ჯი