ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ჩამოიშალა მაშინ, როცა მასზე ტურისტები გადადიოდნენ ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ჩამოიშალა მაშინ, როცა მასზე ტურისტები გადადიოდნენ />


  00:28:22     13-05-2021

ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ჩამოიშალა მაშინ, როცა მასზე ტურისტები გადადიოდნენ

1620851401imedinews-12.jpg

ჩინეთში, ქალაქ ლუნცზინში ძლიერმა ქარმა შუშის დაკიდებული ხიდი დააზიანა, მაშინ როცა მასზე ტურისტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს 

გამოცემის ინფორმაციით, ხიდი, რომელსაც შუშის ფსკერი აქვს, მთა პიანზე, 100 მეტრის სიმაღლეზეა გაბმული. ძლიერმა ქარმა ხიდის რამდენიმე სექცია დაამსხვრია, რის შედეგადაც ერთ-ერთი ტურისტი ხიდიდან ვეღარ გადმოდიოდა.

კაცმა ხიდის დაუზიანებელ მონაკვეთზე დაახლოებით ერთი საათი გაატარა, სანამ მაშველები უსაფრთხო ადგილას გადასვლაში არ დაეხმარნენ. ტურისტი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

მომხდარის გამო კურორტზე ყველა ღირსშესანიშნაობის შემოწმება დაიწყო.


ავტორი: პრესა.ჯი