00:10:43     13-05-2021
დღეიდან ტრანსპორტი ამუშავდება
დღეიდან, 13 მაისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკოლების, ასევე ბაღების მუშაობა აღდგება. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, მანამდე კი შეზღუდვა უქმე დღეების გამო დააწესა.
როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, არავინ იცის - შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ამაოდ.