23:50:02     12-05-2021
ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მცირეწლოვანი

ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული პირდაპირი სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბიჭი - იუწყება ისრაელის მედია.
დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
Channel 12 იუწყება, რომ რაკეტა საცხოვრებელ კომპლექსს დაეცა, ხოლო გაფანტული ნამსხვრევები გამაგრებულ ოთახში მყოფი ოჯახის წევრებს მოხვდა.
მანამდე „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების - აშკელონის, ნეტიბოტისა და სდეროთის მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა.