კონსულტაციები ენმ-ში - შევა თუ არა პარტია პარლამენტში კონსულტაციები ენმ-ში - შევა თუ არა პარტია პარლამენტში />


  23:39:19     12-05-2021

კონსულტაციები ენმ-ში - შევა თუ არა პარტია პარლამენტში

1620848469download.jpg

 დროის ათვლა დაიწყო - მთავარ ოპოზიციურ ძალას ერთკვირიანი ვადა აქვს პოზიციების შესაჯერებლად და მთავარი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. "ნაციონალური მოძრაობა" არ მალავს, რომ ამ ეტაპზე გუნდში აზრთასხვადასხვაობაა და ლიდერები მოლაპარაკების გზით შეჯერდებიან  საერთო პოზიციაზე. 

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, თემასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და ისინი ყველანაირ ვარიანტებს განიხილავენ."დღეებზე და ვადებზე ვერ დაგელაპარაკებით. თქვენ იცით, ნიკა მელიაზე ჩვენი განაცხადი - ნიკა უნდა შეხვდეს და კონსულტაცია გაიაროს პარტიის წევრებთან და ეს არ არის მცირე რიცხვი. პოლიტსაბჭოს წევრებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან, სხვადასხვა ჯგუფებთან და ასევე პარტიებთან.ყველანაირი მოდელობა განიხილება და ყველანაირი ფორმა განიხილება. გუშინ ძალიან დატვირთული დღე იყო, რამდენიმე საათი იყო ამაზე მსჯელობა და ყველა ფორმა შესვლის და არ შესვლის განიხილება პარტიის შიგნით და არის განსხვავებული პოზიციები",- თქვა აკაკი მინაშვილმა.


ავტორი: პრესა.ჯი