ევროსასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო ევროსასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო />


  16:21:45     12-05-2021

ევროსასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო

1620822194melo.jpg

 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

 სტრასბურგში სარჩელი პირველ მარტს დარეგისტრირდა, 21 აპრილს კი ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები გამოუგზავნა – სტრასბურგის სასამართლო ხელისუფლებას ეკითხება, რამდენად ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა ნიკა მელიას დაპატიმრებას.

მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ამ კონტექსტში სასამართლო ახსენებს ისეთ საქმეებს, როგორიცაა: “ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ” და “ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ”.

“მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელისუფლებას კითხვები დაუსვა მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ეს მუხლი გულისხმობს მართლმსაჯულების გამოყენებას არალეგიტიმური მიზნებისთვის. როგორც წესი, პოლიტიკური პატიმრობის და დევნის საქმეებში სწორედ ამ მუხლის დარღვევის განხილვა დგას დღის წესრიგში”, – განაცხადა საძაგლიშვილმა”, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.


ავტორი: პრესა.ჯი