"იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები, არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება" "იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები, არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება" /> "/> " />


  12:39:58     11-05-2021

"იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები, არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება"

1620722616kio.png

 ნიკა მელიას პარტიის ოფისში ელოდებიან, სადაც  77 დღიანი პატიმრობის შემდეგ, პირველად მივა და იმ კაბინეტში დაბრუნდება, საიდანაც 23 თებერვალს ივანიშვილის რეჟიმმა შტურმით აიყვანა.  

 პატიმრობიდან გათავისუფლებულ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნაციონალური მოძრაობა ერთი წევრით შემცირებული და პარტია განსხვავებული მოსაზრებებით ხვდება.

შევა თუ არა პარტია პარლამენტში? სწორედ ესაა მთავარი საკითხი, რომელიც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გადაწყვიტოს: 

"იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები, არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ შეზღუდულები ვართ კომენდანტის საათიდან გამომდინარე. რაც შეეხება დოკუმენტს, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. შეუძლებელია დაზუსტებული პასუხი გაგცეთ, როდესაც კონსულატცაიები დრეს იწყება და რამდენიმე დღე დასჭირდება მინიმუმ" თქვა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში მისვლამდე.


ავტორი: პრესა.ჯი