მელიას საქმის პროცესი დაემსგავსა ტყვეთა გაცვლის პროცედურას  - გიგი წერეთელი მელიას საქმის პროცესი დაემსგავსა ტყვეთა გაცვლის პროცედურას - გიგი წერეთელი />


  13:23:36     10-05-2021

მელიას საქმის პროცესი დაემსგავსა ტყვეთა გაცვლის პროცედურას - გიგი წერეთელი

1620639076wereteli.jpg

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა, როდესაც ევროკავშირმა გირაო შეიტანა, ამით დაადასტურა, რომ ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი.

„ეს ამბავი უნდა დასრულდეს და ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი. ჩვენ ვნახეთ ეს ეპოპეა როგორ წარიმართა. კარგი იქნებოდა შეთანხმება ისე მომხდარიყო, რომ ამ პროცესის გაწელვა და დაძაბულობა არ ყოფილიყო საჭირო. უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც ევროკავშირმა გირაო შეიტანა და ამით დაადასტურა ის, რომ მელია არის პოლიტპატიმარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყოს თავისუფალი, შეეძლოს მიიღოს მონაწილეობა განხილვებში, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს. წინ არის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც სამწუხაროდ, მიბმულია ვადამდელ არჩევნებთან და ახლა ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი კარგი კოორდინაცია და ტაქტიკა, რომ „ოცნებამ“ ვერ მიაღწიოს 43%-იან თამასას, რომელიც ამ შეთანხმებაში დევს“, – ამბობს წერეთელი.

 


ავტორი: პრესა.ჯი