9 მაისს ვაკის პარკში ტრადიციული ღონისძიებები არ გაიმართება 9 მაისს ვაკის პარკში ტრადიციული ღონისძიებები არ გაიმართება />


  17:53:46     07-05-2021

9 მაისს ვაკის პარკში ტრადიციული ღონისძიებები არ გაიმართება

1620395790pjimage-1.jpg

თბილისის მერიის განცხადებით, 9 მაისს "ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღანიშნავი" ღონისძიება ვაკის პარკში არ გაიმართება. ამის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 

 "აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი", - წერია მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა გამარჯვების დღედ 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების თარიღს მიიჩნევს. 9 მაისი საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული დღესასწაულია.


ავტორი: პრესა.ჯი