14:26:11     05-05-2021
პარლამენტის მიერ სატელეფონო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 61 066 ლარს შეადგენს
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 4 წლის განმავლობაში სატელეფონო მომსახურებაზე 1 112 858.17 ლარი დახარჯეს. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომელმა კი 4 თვის განმავლობაში 61 066.09 ლარი.
რაც შეეხება 2017 წლის ხარჯს, სატელეფონო მომსახურებისთვის 276 503,25 ლარს შეადგენს, 2019 წელს დეპუტატებმა 266 040,68 ლარი აითვისეს, 2020 წელს კი ბიუჯეტიდან სატელეფონო მომსახურებისთვის 251 172,99 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება სხვა თვეებს, იანვარში ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 7 226.4 ლარი დაიხარჯა, სტაციონარული სატელეფონო მომსახურებისთვის კი 9 616.24. თებერვალში მობილური ტელეფონით საუბარი დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს 7 873,75 ლარი დაუჯდათ, სტაციონარული სატლეფონო მომსახურება კი 9 651,15. რაც შეეხება მარტის თვეს, პარლამენტის წევრებმა და თანამშრომლებმა ფიჭური კავშირგაბმულობისთვის 7 994,23 ლარი დახარჯეს, სტაციონარული სატელეფონო მომსახურებისთვის კი 9 721,87 ლარი.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით ნებისმიერი ხარჯი თითოეული პარლამენტის წევრისთვის ან აპარატის თანამშრომლისთვის არ გამოიყოფა, არ არის პერსონიფიცირებული. საქართველოს პარლამენტში მისი სტრუქტურის გათვალისწინებით განისაზღვრება ყოველთვიური ან წლიური ლიმიტები და მის ფარგლებში ხორციელდება ხარჯის გაწევა“, - აცხადებენ პარლამენტში.