სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ />


  14:40:54     04-05-2021

სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

1620125018IMG_20200601_121240-scaled.jpg

საპროტესტო აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში - სტიქიით დაზარალებულების ერთი ნაწილი ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ამ დრომდე ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 1 კვირა გავიდა, რაც ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ვენახები და სხვა სახის მოსავალი 100% გაუნადგურათ, თუმცა ამ დრომდე არც ზარალის აღწერა მომხდარა და არც ის იციან, მოხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება.

აქციაზე თქვეს, რომ მერია შეხვედრაზე უარს უქმე დღეების მიზეზით ეუბნებათ. პროტესტის მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობა არც დღეს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, 29-30 აპრილს მოსულმა სტიქიამ კახეთში 4 მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დააზიანა.


ავტორი: პრესა.ჯი