10:26:16     04-05-2021
დღეიდან საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია იწყება
დღეიდან მთელი ქვეყანის მასშტაბით ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია იწყება. აცრა 18 წელს გადაცილებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ ვისაც, წინასწარი რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს.
ქვეყანას სულ ჯამში Sinopharm-ის 100 000 დოზა აქვს, ადგილები კი სრულად შევსებულია. ჩინური Sinopharm-ი ჯერ კიდევ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, თუმცა საქართველოში ეს ვაქცინა ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.