ინდოეთში კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 498 ადამიანი გარდაიცვალა ინდოეთში კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 498 ადამიანი გარდაიცვალა />


  11:23:52     30-04-2021

ინდოეთში კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 498 ადამიანი გარდაიცვალა

1619767708unnamed (1).jpg

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 498 გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირების 7.7 მილიონი შემთხვევა ქვეყანაში თებერვლის ბოლოდან გამოვლინდა.

მედიის ინფორმაციით, ინდოეთი ღრმა კრიზისშია, გადატვირთულია საავადმყოფოები და მორგები. ამასთან, ქვეყანაში მედიკამენტებისა და ჟანგბადის დეფიციტია.

ინდოეთში ჰუმანიტარული ტვირთი გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატებიდან უკვე ჩაიტანეს.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ მესაფლავეები გარდაცვლილების დასასაფლავებლად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. იმის გამო, რომ კრემატორიუმები გადატვირთულია, მიცვალებულების კრემაციის ადგილებს პარკებსა და მანქანების ავტოსადგომებზე კუსტარულად აწყობენ და ვირუსის ასობით მსხვერპლის კრემაციას ამ გზით ახორციელებენ.


ავტორი: პრესა.ჯი