11:08:01     30-04-2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა
დღევანდელი, 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 110 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 151 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 128 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.