ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა />


  15:22:28     29-04-2021

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

1619695866unnamed.jpg

"ფორმუალას" ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების მაღალი რისკი. 

შეგახსენებთ, რომ პროცესზე "უცნობი" და ვატო შაქარაშვილი თავდებობას აყენებდნენ, მათ მდუმარე აქციაც გამართეს.

მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხრიდან რაიმე წონადი არგუმენტი არ მოუსმენია, ხოლო თავდებში მყოფი პრიები სანდო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებთან. 

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს  15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.


ავტორი: პრესა.ჯი