"პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - ოპოზიცია პარლამენტში მივიდა "/>


  13:11:46     27-04-2021

"პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - ოპოზიცია პარლამენტში მივიდა

1619514778photo_2021-04-27_11-29-06.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრები პარლამენტში მივიდნენ. სხდომაზე შესვლამდე მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან, შეთანხმების დოკუმენტის პუნქტები არ დაირღვევა.

ოპოზიცია ასევე იმედოვნებს, რომ მალე გათავისუფლდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია.

"იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი, ასევე მისი სულისკვეთება, არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ასევე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში, კონკრეტულად, დღეს ჩვენ ვნახავთ, ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას და უახლოეს დღეებში იმედი მაქვს, ვნახავთ გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც შესაძლებლობას მისცემს სრულ ოპოზიციურ სპექტრს, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას და განხორციელებას, მისი სულისკვეთების და არა მხოლოდ იმ ჩანაწერების, რაც გაკეთდა შეთანხმებაში",- თქვა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ უხალოეს დღეებში ნიკა მელიას ციხეში მოინახულებს. მისი თქმით, დიდი სურვილი აქვს, რომ მელია აღდგომას ოჯახთან შეხვდეს.

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია პარლამენტში მივიდა იმისთვის, რომ ამინსტიის კანონი დიაინიცირდეს და დოკუმენტში გათვალისწინებული პუნქტების შესრულება. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ოქტომბერში აუცილებლად გაიმართება. 


ავტორი: პრესა.ჯი