11:10:44     27-04-2021
"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ
დღეს, 27 აპრილს დილიდან "რუსთავის აზოტის" თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც "მთავარის ვებ-გვერდს" კომპანიის თანამშრომლებმა განუცხადეს ამ დროისთვის, დაახლოებით, 300 ადამიანია გაფიცული, ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, დილიდან ცდილობენ ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას, თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.
"მთავარი შესასვლელი დაკეტილია, მუშა-მოსამსახურეების ნაწილი გამოსულია, სოციალურ პირობებზეა ლაპარაკი, ხელფასზე, არავინ ყურადღებას არ აქცევს დილიდან აქ ვდგავართ, საშუალო ხელფასი 600 ლარსაც არ სცდება, არც ნორმირებული საათი აქვთ, ხვდებით რა პირობებზეა საუბარი?!" - უთხრა "მთავარს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.