"ხვალ, ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება" - ჯაფარიძე "ხვალ, ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება" - ჯაფარიძე /> "/> " />


  22:04:26     26-04-2021

"ხვალ, ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება" - ჯაფარიძე

1619460353badriiii.png.jpg

ხვალ დიდი ალბათობით ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება- განცხადება ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ხვალ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში შევლენ მხოლოდ იმისთვის, რომ გიორგი რურუას შეწყალების აქტი გამოიცეს:" 

"ხვალ ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისათვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა დატოვოს საპატიმრო.ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა, მაგრამ ხვალ, კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება" ამბობს ჯაფარიძე.


ავტორი: პრესა.ჯი