სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, ხვალ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება, ,,ქართულ ოცნებას” არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მისი ჩაშლა ოპოზიციას შემოუბრუნოს


  21:59:02     26-04-2021

სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, ხვალ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება, ,,ქართულ ოცნებას” არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მისი ჩაშლა ოპოზიციას შემოუბრუნოს

1619460222salo,.png

ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია და რაიმე სახის ცვლილებებზე საუბარი შეიძლება გავმართოთ მხოლოდ ორივე მხარეს, მედიატორობის თანამონაწილეობით, - ასე ეხმაურება პარლამენტის არჩეული წევრი, სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას განცხადებას.

 ,,ხვალ ყველაფერი წავა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ვნახოთ, თუ მოხდება შეთანხმება საერთო პოზიციაზე ,,ქართულ ოცნებასთან” ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ არა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია. მნიშვნელოვანია ხვალ გადავდგათ პირველი ნაბიჯები შეთანხმების შესრულების გზაზე. მე ვაპირებ, რომ ნიკა მელიას თან მივიდე საპატიმროში ხვალვე, მაქსიმუმ ზეგ და მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რომელიც ხვალინდელი დღის შემდეგ გამოიკვეთება”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილიმა 

მისივე განცხადებით, არ უნდა მისცენ ,,ქართულ ოცნებას” იმისი უფლება, რომ შეთანხმების ჩაშლა ოპოზიციას შემოუტრიალონ.

,,ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით არანაირ პროექტს ამნისტიის შესახებ გარდა იმისა, რაზეც გვქონდა შეთანხმება. კანონპროექტის როგორც შეტანა, ასევე უკან გამოტანა, ყოველთვის შეიძლება, თუმცა მნიშვნელოვანია ხვალ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება. ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ,,ქართულ ოცნებას”, რომ შეთანხმების ჩაშლა შემოუბრუნოს ოპოზიციას. ეს შეთანხმება არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი ჩვენს ხელში, რომ შევძლოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამ გზით ხელისუფლების შეცვლა”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.


ავტორი: პრესა.ჯი