14:01:18     26-04-2021
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება - შალვა პაპუაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება - განცხადება ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ოცნება" კალაძის შემცვლელად პარლამენტის გადამდგარ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დაასახელებს
" არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება "- ამბობს პაპუაშვილი.