13:57:58     26-04-2021
თბილისში, 3 წლის ბავშვს ბაღის აღმზრდელმა სცემა - სავარაუდო ძალადობის საქმეს შსს არკვევს
3 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმეს შსს არკვევს. ბაღიდან ამოღებულია ვიდეოთვალის ჩანაწერები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის 128-ე საბავშვო ბაღში აღმზრდელმა სავარაუდოდ 3 წლამდე ბავშვზე იძალადა. აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.