11:02:27     26-04-2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა
დღევანდელი, 26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 043 გახდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 147 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 125 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.