22:50:45     21-04-2021
"მოიხსნას კომენდანტის საათი!" - ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
კომენდანტის საათის მოხსნა და შეზღუდვების შემსუბუქება - ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ამბობენ, რომ შეზღუდვები იმ დონემდე მაინც უნდა შემსუბუქდეს, რომ ეკონომიკამ ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს.
ამ მოთხოვნებით ისინი ხვალ პრესკონფერენციის ჩატარებასაც გეგმავენ.