ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ />


  14:05:24     21-04-2021

ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ

1618999568photo_2021-04-21_11-50-25.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ. ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დილით დაიძრა. 

ციხესთან მობილიზებულია პოლიციაც, მხარდამჭერებს მელია საკნის ფანჯრიდან მიესალმა.

აქციის მონაწილეები მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას გათავისუფლებაა, რაც ასევე, მთავარ მოთხოვნად რჩება "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელიც შეთანხმებას ხელს მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს. თავად ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია, ის გირაოს გადახდას არ აპირებს. 


ავტორი: პრესა.ჯი