შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა, მან ქვეყანა უკვე დატოვა შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა, მან ქვეყანა უკვე დატოვა />


  11:03:46     21-04-2021

შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა, მან ქვეყანა უკვე დატოვა

1618988691дизайн-без-названия-43.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყნიდან გაემგზავრა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 20 აპრილს ჩამოვიდა. ის შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერს, ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. 

დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში მიშელის პატივსაცემად ვახშამი გაიმართა, სადაც მხარეებმა შეთანხმების დოკუმენტზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. 


ავტორი: პრესა.ჯი