16:25:56     20-04-2021
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
შარლ მიშელი საქართველოში დრეს, 20 აპრილს 15:00 საათზე ჩამოვიდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დახვდნენ. ზურაბიშვილთან ვიზიტის შემდეგ მხარეები მედიისთვის კომენტარს გააკეთებენ.