დღეს საქართველოში COVID-19-ის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს საქართველოში COVID-19-ის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა />


  10:52:38     19-04-2021

დღეს საქართველოში COVID-19-ის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1618815215coronavirus.jpeg.jpg

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 295 936
  • გამოჯანმრთელებულია - 281 574
  • გარდაცვლილია - 3 949
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9 750 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 650, PCR ტესტით - 4 100
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,93%, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის -  3,58%
  • კარანტინის რეჟიმში - 277
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 174
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 437

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 142 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 120 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.


ავტორი: პრესა.ჯი